მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასტუმროების ბრუნვის ზრდის ტრენდი შეჩერებულია“ - თორნიკე კორძაია

5f1159d8b35f5
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.20 22:21
1100
ამ კვირაში სასტუმროების ნელი ზრდის ტრენდი, რაც გვქონდა სასტუმროების ბრუნვაში ოდნავ შეჩერებულია და პირიქით შემცირებისკენ არის წასული - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ „საქმიან დილაში“ ეკონომიკის აღდგენის ყოველკვირეულ მიმოხილვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, აქტივობის ზრდის შენელება ტურისტულად აქტიურ დროს პრე-კოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მაღალი მაჩვენებლებით არის განპირობებული.

„აქ ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ შევედით უკვე ტურისტულად ყველაზე აქტიურ სეზონში, რომელშიც წინა წელს გვყავდა ყველაზე უფრო მეტი ვიზიტორი. მაგალითად, ივნისში თუ გვყავდა 725 000 ვიზიტორი, ივლისში - 890 000 ვიზიტორი, ხოლო აგვისტოში 1.1 მლნ კაცი იყო შემოსული. ანუ საბაზისო ეფექტი, რაც წინა წლიდან გვაკლდება უცხოეთიდან, თავის დაღს მაინც აჩენს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ადგილობრივი ტურიზმი, ვფიქრობთ, რომ არ არის შემცირებული, იმიტომ რომ ამ მხრივ დატვირთულობის ზრდაც არის მოსალოდნელი.

მოსალოდნელია, რომ ეს ზრდის ტრენდი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გვქონდა, ამ ეფექტის გათვალისწინებით შენელდეს ან შემცირებისკენ წავიდეს“, - განმარტა კორძაიამ.

მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე ჯავშნებია: ივლისის ჯავშნების მიხედვით, თბილისში დატვირთულობა 4%-ია, ბათუმში - 10%, კახეთში - 22% და სხვა რეგიონებში - 13% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).