მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების ჩამონათვალი, რომლთა დაქირავება საკარანტინედ სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება

5ea3270a5ee79
თამთა ჯიჯავაძე
24.04.20 21:55
8738
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვის 87 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიონ 579 ათასი ლარია. ამის შესახებ IDFI-ს მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელსაც თან ერთვის შემდეგი ცხრილი:


როგორც IDFI წერს, ცხრილში მოცემულია იმ სასტუმროების ჩამონათვალი, რომლთა დაქირავება სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სასტუმროსთან განმეორებითი ხელშეკრულებებია დადებული.

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდი თანხა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში “კურორტ საირმესთანაა” გაფორმებული, სახელმწიფოს 210 ოთახის (კვებით და დეზინფექციით) ორი თვით დაქირავება 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

ყველაზე დაბალი თანხა თბილისის სასტუმრო “იბიზ სთაილს თბილისისთვისაა” გადახდილი, რომელშიც სახელმწიფოს მხოლოდ დეზინფექციის თანხის, 3,004 ლარის ანაზღაურება მოუწია, 100 ოთახისა და სამჯერადი კვების მომსახურება სასტუმრომ უსასყიდლოდ გაიღო.

ანალოგიურად მოიქცა სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთიც”, სადაც 155 ოთახის ოთახი და მოქალაქეების სამჯერადი კვების მომსახურება უსასყიდლოდ გაიღო, სახელმწიფომ თანხა მხოლოდ დეზინფექციაში გადაიხადა, რაც ჯამში 7,500 ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება ერთეული ოთახის ფასებს, ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ფასი, 140 ლარი, “კურორტი საირმისა” და გუდაურის “ალპინას” ხელშეკრულებებში ფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი - 23.60 ლარი, თბილისის “Holiday Inn”-ის ხელშეკრულებაში.

სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ყველაზე მეტი, 345 ოთახი, ბათუმის სასტუმრო “ეიფორიისგან” იქირავა, რაც 1,408,000 ლარი დაუჯდა. აღნიშნული სასტუმროს მესაკუთრეა სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი”, რომელიც სხვადასხვა დასახელების სასტუმროებს ფლობს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ჯამურად ამ კომპანიამ 25 მარტის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის 5 ხელშეკრულება მიიღო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 მილიონ 363 ათას ლარს გადააჭარბა.

აჭარის მუნიციპალიტეტმა სასტუმროებში საკარანტინო სივრცეების მოწყობისათვის 4 მილიონ ლარამდე დახარჯა.

აჭარის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ჯამური ფასი სასტუმრო ველმონდში დაფიქსირდა, ერთეული ოთახის ყველაზე მაღალი ფასი, 80 ლარი კი სასტუმრო “მარიას” ხელშეკრულებაში გვხვდება.

სასტუმრო ინტურისტების მომსახურების საფასური 428,000 ლარია, რომელიც ასევე ზემოთ ნახსენებ სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს” ეკუთვნის.