23.მარტი .2020 22:45

სასტუმროების დახმარების პროგრამა - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მეწარმეები?

views 470
უკან

დღეიდან საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროების დახმარების პროგრამა ამოქმედდა. ამის შესახებ საქმიანი დილის ეთერში სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა. როგორც ხიდურელი განმარტავს, ეს პროგრამა შინაარსით 2019 წელს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ამოქმედებულ პროგრამას ჰგავს, თუმცა შეცვლილია გარკვეული კრიტერიუმები. წინა პროგრამის შემთხვევაში თუ სასტუმროს ნომრების რაოდენობა 4-30-მდე იყო, ახლა ეს რაოდენობა 50 ნომრამდეა გაზრდილი.

“პირველ რიგში სასტუმროები მიმართავენ პროვაიდერ ბანკებს, სადაც ავსებენ აპლიკაციას. პირველი კრიტერიუმი არის 4-50 ნომრამდე საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროები. სააგენტო მოახდენს 6 თვის განმავლობაში მათი საბანკო პროცენტის თანადაფინანსებას. ეროვნულ ვალუტაში ეს იქნება 80% თანადაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო ევროში და დოლარში თანადაფინანსება იქნება 70%. რაც შეეხება თუ როგორი მასშტაბის სესხებს ეხება ეს პროგრამა. პროგრამა ეხება ეროვნულ ვალუტაში მილიონ ლარამდე სესხებს, ანუ ზედა ზღვარი არის მილიონი ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დოლარში 300 000 ამერიკული დოლარი, ევროს შემთხვევაში 250 000 ევრო", - აცხადებს სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

ხიდურელის განმარტებით, ასევე შემსუბუქდა დამატებით კრიტერიუმები შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებითაც, ამის ვალდებულება დღეს პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმეებს აღარ აქვთ.

“წინა პროგრამასთან შედარებით კრიტერიუმები შემსუბუქებულია, მაგალითად შემოსავლის დადასტურების და წარდგენის ვალდებულება აღარ აქვს მეწარმეს ბანკთან ასევე დავალიანების შემთხვევაში, დავალიანება თუ ჰქონდა წინა შემთხვევაში, მაშინ პროგრამაში ვერ ხვდებოდა. ამ ეტაპზე ჩვენ ვთლით, რომ შეიძლება უკვე დავალიანება ჰქონდეს რამდენიმე სასტუმროს ამ ვითარებიდან გამომდინარე, ამიტომ ეს კრიტერიუმი ჩავხსენით", - ამბობს სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.