მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების ქსელი Marriott-ი აშშ-ში ოპერირებას ანახლებს

5eba87c8f0584
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.20 23:25
1039
მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელი Marriott-ი აშშ-ში ოპერირებას ანახლებს კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე. როგორც, Marriott-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი ლინი ობერგი აცხადებს, სასტუმრო ეტაპობრივად დაუბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. ამის შესახებ CNBC-ი წერს.

Marriott-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის განცხადებით, კომპანიამ ნავარაუდევზე ნაკლები შემოსავალი მიიღო და კორონავირუსის გამო დაწესებულმა სამოგზაურო შეზღუდვებმა ინდუსტრია საგრძნობლად დააზარალა.

„ჩვენი გათვლებით სასტუმროებზე მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა დასასვენებელ ადგილებზე გაჩნდება, რადგან სასტომროების ჯავშნები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ზოგიერთი ზღვისპირა ქალაქი გაიხსნა“, – აცხადებს ლინი ობერგი.

Marriott-ის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ჯგუფში შემავალი სასტუმროების დატვირთულობა დაახლოებით 50%-ით გაიზრდება, თუმცა ეს გარკვეულწილად კორონავირუსის გავრცელების შემდგომ ტემპზეც არის დამოკიდებული.

როგორც Marriott-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი ლინი ობერგი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ისევ დახურული რჩება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ბაზარი, სადაც მათი სასტუმროების 75% დახურულია.