მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების შემოწმებისადმი მიდგომა იქნება საკმაოდ მკაცრი - ეკონომიკის მინისტრი

5ee20df8dedfa
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 14:50
885
მიდგომა ამ შემთხვევაში იქნება საკმაოდ მკაცრი" - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა სასტუმროებთან მიმართებაში პროტოკოლების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სასტუმროს მეპატრონეებს არ უნდა ეწყინოთ, თუ წესების დაცვის მოთხოვნები ძალიან მკაცრი იქნება.

„სასტუმროების ოპერირების კრიტერიუმები საკმაოდ მკაფიოა, გაწერილია სასტუმროებთან ერთად და სასტუმროები იყვნენ მუდმივი ჩვენი პარტნიორები ამ პროტოკოლების შემუშავებაში, ჯანდაცვის სამინისტრომ დიდწილად გაითვალისწინა მათი შენიშვნები. შეიძლება რაღაც ნიუანსები თვითონ პროცესში წარმოიქმნას, იმიტომ, რომ არასდროს გვქონია პანდემიასთან შეხება, როემლიც ძალიან ოპერატიულად წყდება და ვითვალისწინებთ და ავსახავთ, მაგრამ მიდგომა ამ შემთხვევაში იქნება საკმაოდ მკაცრი.

თქვენ ხედავთ, რომ კოვიდ-ინფიცირების შემთხვევები გრძელდება, ჩვენ ვერ ვიკვლევთ საიდან არის ეს წამოსული და ეს არის საგანგაშო ნიშანი ჩვენთვის და აქედან გამომდინარე, სასტუმროები, ვისაც აქვთ პრეტენზია, რომ უმასპინძლონ ათობით და ასობით ადამიანს, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. აქედან გამომდინარე მათი შემოწმების შემდეგ და მხოლოდ შემოწმებიდან გამომდინარე მწვანე შუქის მიცემის შემდეგ შეძლებენ კონკრეტული სასტუმროები გახსნას და ნუ გვიწყენენ, თუკი ჩვენ ძალიან სკურპულოზურად მივუდგებით სასტუმროებში პროტოკოლების შესრულებას. ეს არის ჩვენი, თქვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის საკითხი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.