26.აგვისტო .2020 18:22

“სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ - ტურიზმის ადმინისტრაციის შეთავაზება კერძო სექტორს

views 594
უკან

"მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად უპრეცედენტო პროექტი „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო”, - ამ შინაარსის რელიზს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, მაქსიმუმ 20 ნომრიან განთავსების ობიექტებს, რომლებსაც გაყიდვების მიმართულებით გამოწვევა აქვთ. ახალი პროექტი დაეხმარება სასტუმროებს შემოსავლის გაზრდაში.

„პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთსა და გურიას მოიცავს, მომდევნო ეტაპები კი დანარჩენრეგიონებს. პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

პროექტში მონაწილეობის მსურველ სასტუმროებს პროგრამის რეგისტრატორები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, ტექნიკური ჯგუფის წევრები რეგიონებში, ადგილზე ეწვევიან. თითოეულ განთავსების ობიექტს გადაუღებენ ფოტოებს, მოამზადებენ საიმიჯო ფოტოებს, კონსულტაციას ჩაუტარებენ ინტერიერის დიზაინის მოწყობაში, დაეხმარებიან ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებაში, ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ-გვერდის booking.com-ზე სასტუმროების ფოტოების ატვირთვასა და მომხმარებლების მოსაზიდად სწორი აღწერილობის მომზადებაში.

პროგრამა განთავსების ობიექტებისთვის ტრენინგებსაც მოიცავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის მიზანია, მცირე და საშუალო ზომისგანთავსების ობიექტების ხელშეწყობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია დაგაყიდვების სტიმულირება.
პროექტის პოპულარიზაციის მიზნით მოხალისეები დააარიგებენ ბროშურებს.

„სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში რეგისტრაციისათვის იხილეთ ბმული: https://forms.gle/tcgaKDFPciKcAN828 “, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა