მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში უცხოური ინვესტიციები 88%-ით შემცირდა

5f5762faae89f
BM.GE
08.09.20 16:10
801
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0.5%-ით, $237.8 მლნ-მდე გაიზარდა. 2020 წლის პირველ ნახევარში კი FDI-მ $409.6 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 26%-ით ნაკლებია, მეტიც ინვესტიციების ეს მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში FDI-ის მინიმალური ოდენობაა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგრიში ასევე მოიცავს სექტორების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც ირკევა, რომ ინვესტიციების კუთხით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დარტყმა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორმა მიიღო.

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 88%-ით ნაკლები, $2.4 მლნ ღირებულების ინვესტიცია შემოვიდა.

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში განხორციელებული ინვესტიციების შემცირება 2020 წლის პირველივე კვარტალში დაიწყო. რაც შეეხება იანვარ-ივნისის მონაცემებს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღნიშნულ სექტორში $18.1 მლნ ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 76.7%-ით ნაკლებია.