მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებს მთავრობისგან სესხის პროცენტის სუბსიდირების მისაღებად ერთთვიანი დრო მიეცემათ

5f50aa6abc160
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 12:40
906
დღეს მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს და დაამტკიცეს მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს პანდემიით დაზარალებული ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას და სესხის პროცენტის სუბსიდირების დროს 6 თვიდან 12 თვემდე ზრდის.

„დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, ეს პროგრამა გაგრძელდება და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან უკვე 12 თვის ბანკის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული.

ეს გაკეთდება საკმაოდ კომფორტულად სასტუმროებისთვის, ვინც მოგვმართა მათ დამატებითი აპლიკაციის წარმოდგენა არ დასჭირდებათ და ჩვენ უბრალოდ ბანკებთან ვიმუშავებთ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს მომართული, მიეცემა კიდევ ერთი თვე - 10 ოქტომბრამდე მიმართოს თავის დამფინანსებელ ბანკებს და „აწარმოე საქართველოში“ იმისთვის, რომ ჩვენ 12 თვის ბანკის სესხის პროცენტი დავუფინანსოთ.

ეს არის ძალიან მნიშნელოვანი იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ დასაქმებულები. ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ პანდემია პოზიციაებს არ თმობს. მართალია ჩვენ ვმართავთ ამ რისკს, მაგრამ ეს არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შემდგომ მხარდაჭერას საჭიროებს განსაკუთრებით ეს სეგმენტი მცირე და საოჯახო სასტუმრობი“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.