20.მაისი .2022 01:00

სასუქის ექსპორტი 251%-ით გაიზარდა, მთავარი ბაზარი პერუა

სასუქის ექსპორტი 251%-ით გაიზარდა, მთავარი ბაზარი პერუა
views 639
უკან

251%-იანი ზრდით აზოტოვანი სასუქების წილი საექსპორტო კალათაში გაიზარდა. საქართველოდან სასუქები დღეისათვის მსოფლიოს 16 ქვეყანაში გადის, მათ შორის რამდენიმე ბაზარზე წელს პირველად მოხდა შესვლა.

აზოტოვანი სასუქების საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა პერუ. ლათინურამერიკული ქვეყანა გასულ წელს სიაში არ ფიგურირებდა. ოკეანეს გაღმა 60.8 მლნ დოლარის სასუქი გავიდა. მეორე ადგილზეა რუმინეთი. სამეულშია უკრაინა - 13 მილიონით.

აზოტოვანი სასუქის ექსპორტი / 2022 წლის 4 თვე

1. პერუ - 60.88 მლნ დოლარი
2. რუმინეთი - 14.4 მლნ დოლარი
3. უკრაინა - 13.03 მლნ დოლარი
4. ინდოეთი - 12.14 მლნ დოლარი
5. სომხეთი - 7.2 მლნ დოლარი
6. განა - 6.5 მლნ დოლარი
7. მოზამბიკი - 4.5 მლნ დოლარი
8. ნიგერია - 3.6 მლნ დოლარი
9. ტანზანია - 3.2 მლნ დოლარი
10. მალი - 0.89 მლნ დოლარი

აპრილში დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მსოფლიოში სასუქების მიწოდება შეაფერხა. პროდუქციის დეფიციტმა და ბუნებრივ აირზე მაღალმა ფასმა, რომელიც სასუქების წარმოებაში მთავარი კომპონენტია, ფასების ზრდა გამოიწვია. მსოფლიო ბანკის მონაცმებით, სასუქების ფასები 2022 წლის დასაწყისიდან თითქმის 30%-ით გაიზარდა, გასული წლის 80%-იანი ზრდის შემდეგ.