სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქციის მარაგების დეფიციტი არ არსებობს. როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილი სავაჭრო ქსელებისა და სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კლიმატური პირობების გამო, გარკვეული რეგიონების სავაჭრო ქსელებში პროდუქციის მიწოდების მხრივ შეფერხება იყო, თუმცა ვითარების გამოსწორების შემდგომ, ქვეყანაში პირველადი საჭიროების სხვადასხვა პროდუქციის (ზეთი, მაკარონი, წიწიბურა, ცხიმები და ა.შ) მორიგი პარტია შემოვა.
„დღეისათვის საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არსებობს. რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, აუცილებელია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდება შენარჩუნდეს. ამისთვის მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ კერძო სექტორთან - იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში, პროდუქციის იმპორტის შეუფერხებელ განხორციელებასა და მარაგების უწყვეტ შევსებაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი