30.აპრილი .2020 16:10

სასწრაფო დახმარების ყველა ექიმს 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდება ტესტირება

views 318
უკან

NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში დასაქმებულ ყველა ექიმს, ყველა მძღოლს და უმცროს სამედიცინო პერსონალს, 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდება COVID-19-ზე ტესტირება.

ამასთან, დღესვე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სავალდებულო კარანტინის დატოვების წინა დღეს, კარანტინში მყოფ ყველა ადამიანს ჩაუტარდება ტესტირება.

ჯამურად, ქვეყანაში ტესტირებების რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ამირან გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად გაკეთებული ლაბორატორიული შემოწმებების რაოდენობა მაისის ბოლოსთვის 2000-2500-მდე უნდა გაიზარდოს.

“ჩვენ ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს, მათი ყოფნის მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ არ აქვთ ინფექცია. კარანტინში ყოფნისას თუ მათ სიმპტომები ეწყებათ, მათ მაშინვე უტარდებათ ტესტირება და თუ დადებითი პასუხია, ისინი გადადიან კლინიკაში. შესაბამისად, თან და თანობით არეალი შემოწმების ფართოვდება. სასწრაფო დახმარების ყველა ექიმი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი, მძღოლი და სხვა პირები ექვემდებარებიან ყოველ 14 დღეში გამოკვლევას,” - ამბობს ამრიან გამყრელიძე.

30 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 539, გამოჯანმრთელების 179 და გარდაცვალების 6 შემთხვევა არის აღრიცხული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა