მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას 80 ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა გადაეცა

5e1eef897c9b9
ინგა მურუსიძე
15.01.20 15:00
966
სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას 80 ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა გადაეცა. ცერემონია დღეს თავისუფლების მოედანზე გაიმართა და მას თბილისის მერთ კახა კალაძესთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომელიც დღეიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჯანდაცვა, რომელიც მანამდე პრივილეგია იყო, დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ არ ვჩერდებით, რა თქმა უნდა, იმ რეფორმებზე, რომლებიც წლების განმავლობაში გატარდა და ბევრი საინტერესო პროგრამა იქნა მიწოდებული საზოგადოებაზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა პროგრამებით და ბევრ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ის, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის. ერთიან სისტემაში მოექცევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულება და ერთი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ჩემს ყოფილ ყველა თანამშრომელს იმისთვის, რომ ემსახურებოდნენ თბილისელებს. უამრავი ისტორია შემიძლია მოვყვე ამ ადამიანებზე, ვუსურვებ მათ წარმატებებს. სადაც არ უნდა იყოთ, ყველანი ვემსახურებით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს და ქვეყანას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.