მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესი, დახურულ სივრცეში ქორწილები, ქელეხები... როდის იგეგმება ეკონომიკის გახსნის მე-6 ეტაპი?

5f295228d5a8a
ინგა მურუსიძე
04.08.20 19:50
5380
საქართველოს მთავრობას პანდემიის პირობებში დახურული ეკონომიკის 6 ეტაპიანი გეგმა თითქმის ბოლოშია გასული, თუმცა დარჩენილია ეკონომიკის მე-6 ეტაპის ნაწილი ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა გახსნა ჯერ არ დაგეგმილა.

მთავრობის გეგმით, ეკონომიკური საქმიანობის გახსნის მე-6 ეტაპი 6 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და მასში შედიოდა: გასართობი, სპორტულ - გამაჯანსაღებელი, შემოქმედებით საქმიანობა, აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები(უკვე გაიხსნა), საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა.

როგორც BM.GE-სთან საუბარში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე ამბობს, უახლოეს მომავალში დარჩენილი საქმიანობების გახსნის დაშვება დღის წესრიგში არ დგას.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად და ამ ეტაპზე კვლავ კონსულტაციების და მოლაპარაკებების პროცესში ვართ. რაც შეეხება იმას, თუ როდიდან გაიხსნება დარჩენილი ეკონომიკა, უახლოეს მომავალში აქტუალურად არ დამდგარა ამის საჭიროება. დარჩენილია სათამაშო ბიზნესი, კაზინოები, ასევე შიდა დახურულ სივცრეში გასართობი ღონისძიებები, დარბაზებში ქორწილები, ქელეხები. ძირითადად ესენია დარჩენილი. გადაწყვეტილებას უწყებათშორისო საბჭო მიიღებს“, - განაცხადა ფერაძემ.