08.იანვარი .2020 10:15

სათამაშოების კომპანია Goki საქართველოში სათამაშოების წარმოებით ინტერესდება

views 500
უკან

სათამაშოების მწარმოებელი გერმანულ კომპანია “Goki” საქართველოში სათამაშოების წარმოებით ინტერესდება.

ამის შესახებ BM.GE-ის სოციალური საწარმო „კოდალას“ დამფუძნებელმა - კოტე სვანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე Goki დაკვეთებს ბულგარეთში ახორციელებს და დაინტერესებულია რომ თავისი წარმოების ძირითადი რესურსი საქართველოში გადმოიტანოს. როგორც კოტე სვანაძე განმარტავს, საწარმოს გაფართოების საჭიროება, გარდა „კოდალას“ სათამაშოების გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებლებისა, საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობის ფაქტორმაც განაპირობა.

“ჩვენ მიერ წარმოებული ქართული სათამაშოები Goki-ის ბრენდის ქვეშ, Made in Georgia-ს იარლიყით გაიყიდება. წელიწადზე მეტია მიმდინარეობ მოლაპარაკება. ინტერესი გამოიწვია სოც საწარმოს ფაქტორმა პროდუქციის ხარისხმა და ფასმა. ასევე DCFTA ფაქტორმა. ყოველთვიური შეკვეთის მინიმალური მოცულობა 30 000 ლარზე მეტი იქნება“, - უთხრა BM.GE-ის „კოდალას“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „კოდალას“ სათამაშოების გაყიდვებს ადგილობრივ ბაზარზე 70-60 % წილი უჭირავს, ექსპორტზე კი 30-40%-იანი. იმისთვის, რომ საწარმომ გაზარდოს თავისი საექსპორტო პოტენციალი, ხელმძღვანელებმა გაფართოება გადაწყვიტეს და გაზაფხულიდან კომპანიის წარმოება ახალ მისამართზე გადავა.