მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშოების მწარმოებელი „ჩიკატაი“ ბავშვებს მალე ზღაპრებსაც შესთავაზებს

61816cf959480
მარიამ იზორია
02.11.21 22:40
869
სათამაშოების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაი“ მალე „ჩიკატაის ზღაპრებს“ გამოუშვებს.
ბრენდის დამფუძნებელი თამარ ბუიღლიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანიაში ზღაპრებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე ახალი პროდუქტი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მისივე თქმით, კომპანია უახლოეს მომავალში ახალი მუსიკალური ცხოველების, საბავშვო ჭურჭლის, თეთრეულისა და საბავშვო ავეჯის წარმოებასაც გეგმავს.

„ჩიკატაის ზღაპარში იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ზოგადად „ჩიკატაის“ იდეა ეფუძნება, ცხოველების ისტორიასთან ერთად ზღაპრები მდგრადი განვითარების საკითხებსაც და გარემოს დაცვით პრობლემებსაც შეეხება, ოღონდ ამ ყველაფერზე უკვე ცხოველები ისაუბრებენ და შეეცდებიან ბავშვებს დაანახონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხები და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად“, - ამბობს თამარ ბუიღლიშვილი.

ცნობისთვის, ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული სათამაშოების მწარმოებელი ბრენდი „ჩიკატაი“ დაახლოებით 4 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა.