ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) სახელმწიფო შესყიდვებში, სხვადასხვა მიმართულებით სატენდერო პირობებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
ამის შესახებ EUGBC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გამართულ ონლაინშეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ პრობლემებს ეხებოდა.
"სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, თუნდაც 2019 წლის ანგარიშში დეტალურად არის მოცემული, რომ სახელმწიფომ იზარალა მინიმუმ 62 მილიონი ლარით იმის გათვალისწინებით, რომ არასწორად იყო შედგენილი დოკუმენტაცია, არასწორად მოხდა ადმინისტრირება და მინიტორინგი. აქ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი წევრი კომპანიის მაგალითზე გეტყვით - გამოცხადებული იყო ტენდერი მაგისტრალურ მილსადენებზე და მოთხოვნა იყო, რომ უნდა ჰქონდეს ორწლიანი ექსპლუატაციის ვადა. ტენდერში ერთ-ერთი უცხო ქვეყნის კომპანიამ გაიმარჯვა დაბალი ფასის გამო. იმის გამო კი, რომ ის მილები ორწელიწადნახევარში მწყობრიდან გამოვიდა, სახელმწიფომ მინიმუმ 10 მილიონი ლარი იზარალა, რადგან შემდეგ გზები გადათხარეს.
ამიტომ ერთ-ერთი მთავარი, სადაც მეტ გამჭვირვალობას ვისურვებდით, არის სატენდერო პირობების შედგენის პროცესში ჩართულობა, თუ საჯარო მოხელეებს არ ჰყოფნით შესაბამისი კომპეტენცია. თქვენ სახელმწიფო აუდიტის დასკვნებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ რიგ შემთხვევებში ეს მორგებულია კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებზე, რაც ერთმნიშვნელოვნად არ უწყობს ხელს იმ კონკურენტულ გარემოს, რაც ვახსენე და რაც მნიშნელოვანია ინვესტორის შემოსასვლელად ქვეყანაში;
როცა მცირე და საშუალო მეწარმე ვერ ერთვება ამ პროცესში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობა ნაკლებია, ასევე, სახელმწიფოს შედეგიც ნაკლებია, რადგან ის ზარალობს და შესაბამის სერვისს ვერ იღებს", - აღნიშნა მან.
ეს და სხვა პრობლემები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოისმინა და როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა განმარტა, შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდება, რომელთა აღსრულებას პარლამენტი გააკონტროლებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი