08.დეკემბერი .2022 21:07

„სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით კომპეტენტური კადრები არ არის“

„სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით კომპეტენტური კადრები არ არის“
views 665
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოში სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით მთავარ გამომწვევად ტვირთების მიკვლევადობას და კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს.

როგორც მან გადაცემა „სამის კურსში“ განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით კომპეტენციის ამაღლება აუცილებელია, რაშიც ბიზნესი უნდა ჩაერთოს.

„ლოგისტიკის ინდექსში საქართველო 119-ზე ადგილზეა. ეს 2018 წლის კვლევაა, მაგრამ მას შემდეგ არ განახლებულა და არ მგონია მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს. ინვესტორი ყოველთვის ლოგისტიკის ინდექსით ინტერესდება და 119-ე ადგილი ეს ის ადგილი არაა, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. ძირითადად სადაც ჩვენ მოვიკოჭლებთ ტვირთების მიკვლევადობა და ქვეყანაში კომპეტენტური კვალიფიციური კადრების არარსებობაა. ინფრასტრუქტურაში რაც არ უნდა ინვესტიცია განახორციელო თუ ოპერატორები არ იქნება და სისტემები არ დაინერგება, გაციფრულება თუ არ მოხდება ჩამორჩენილები ვიქნებით.

ამ მხრივ კომპეტენცია უნდა ამაღლდეს, საჭიროა სასწავლო ტრენინგების და კურსების შემუშავება, ტრენინგების ჩატარება. ამ ნაწილში ბიზნესიც უნდა ჩაერთოს, რადგან ის დაინტერესებულია კომპეტენტური კადრები ჰყავდეს. როდესაც ლოგისტიკაზე და ტრანსპორტზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ხაზს პროფესიული განათლების მნიშვნელობას გაუსმევ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციურ ინვესტორებს მოვუფრთხილდეთ. მათ ვისაც ქვეყანაში ინვესტიციებთან ერთად ცოდნა და გამოცდილება მოაქვთ", - ამბობს აკაკი საღირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნულ სტრატეგიას ამუშავებს, რომელიც ჯერ საჯარო არ არის, თუმცა დოკუმენტის სამუშაო ვერსია ბიზნესს უკვე წარუდგინეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა