“თებერვალ-მარტში პროდუქტებზე ფასების ზრდა იმდენად მაღალი იყო, რომ მცირედი შემცირება შესამჩნევი აღარ არის”-ეს განცხადება bm.ge-თან დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ გააკეთა.
როგორც ჭყონია ამბობს, კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე ფასები მცირედით შემცირდა, თუმცა იმის გამო, რომ ამ პროდუქციაზე რამდენიმე თვის წინ ფასების ზრდა მაღალი პროცენტულობით მოხდა, მცირედ შემცირებას არსებული ინფლაციური ფონის გათვალისწინებით მოსახლეობა ვერ გრძნობს. ივა ჭყონია აცხადებს, რომ სასურსათო ქსელებში პროდუქციაზე ფასები ბოლო თვეებია სტაბილურია.
“მაგალითად ზეთი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20-50%-მდე ფასები არის დაკლებული. 2-5% მერყეობს ფასების შემცირება ბურღულეულზეც, შაქარზეც, მაგრამ იმდენად მაღალი იყო ფასების ზრდა თებერვალი-აპრილის თვეებში, რომ თუ მოხდა ფასის ზრდა პირობითად 1.5 ლარით, შემდეგ კი ფასმა დაიკლო 20-30 თეთრით ეს შეუმჩნეველია იმ მაღალი ინფლაციის ფონზე, რაც ახლა ხდება.
ჩვენ, რომ ვისაუბროთ იმაზე, კატასტროფული მდგომარეობაა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში და ფასები იზრდება ეს იქნება არასწორი,”-აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.
ცნობისთვის: 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 11.6 პროცენტით, ხოლო საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი