„ჩვენ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის რეჟიმზე გადასვლას ვგეგმავთ, რაც ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტი გახდება“, - ეს განცხადება 28 აპრილს პარლამენტში გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ შეაფასა და სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის საკითხს შეეხო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი თვლის, რომ ბევრი პოსტულატი რომელიც მინისტრმა ჩამოაყალიბა, დაგვიანებული იყო, რადგან ზოგიერთ მათგანზე საუბარი დიდი ხანია რაც მიმდინარეობს.
„კლინიკების აკრედიტაციაზე საუბარი 2000-იანი წლებიდან დაიწყო და ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აკრედიტაციის შემოღება აუცილებელი იყო და როგორც თავად მინისტრმა ბრძანა ეს ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ყოველთვის იყო გარკვეული წინააღმდეგობა არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ინდუსტრიის მხრიდანაც. საქმე იმაშია რომ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის ფიზიკური მდგომარეობა ისეთი იყო, რომ ერთ-ერთმა მინისტრმა ისიც გვითხრა - რა გინდათ საავადმყოფოების 90% დავხუროო?“, - აღნიშნა ჩხატარაშვილმა.
მისი განმარტებით, მთავარია რა გზით მოხდება აკრედიტაციის რეჟიმის დანერგვა და რა შედეგს მივიღებთ ცვლილებებით.
„დღეს სხვა ვითარებაა და აკრედიტაციის სისტემის დანერგვისთვის ქვეყანა დიდი ხანია მზადაა. საკითხი დგას თუ როგორ მოხდება ამ სისტემის დანერგვა, რა სისტემაზე ვლაპარაკობთ და რა შედეგი უნდა მივიღოთ? ბუნებრივია, ეს ყველაფერი მომსახურების ხარისხსა და მასზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს, მაგრამ საინტერესოა რა სისტემაზეა საუბარი?
რა შეიძლება იყოს აკრედიტაციის რეჟიმის დანერგვის მიზანი, ვერ გეტყვით. საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე უნდა იყოს მიმართული, ეს სტანდარტული ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემისთვის ძირითადი ამოცანაა. ძალიან ხშირად, მათ შორის Forbes Talks-ის ფარგლებში, გვისაუბრია, რომ სტრატეგია უნდა შეიქმნას და ბევრ სტრატეგიაზე გვიმუშავია, მაგრამ საბოლოო ჯამში არ ვიცით რომელმა სტრატეგიამ გააუმჯობესა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აკადემიურ დონეზე შეფასებულია სტრატეგიის ნაწილები, თუმცა მთლიანად სურათის შეფასება არ მომხდარა. ამიტომ საუბარი იმაზე რამ იმუშავა და რამ ვერა, რთულია თუ რიცხვები არ დევს“, - განაცხადა ქეთევან ჩხატარაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება