მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტს 2023 წელსაც გაუჭირდება პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნება - ზაქარაძე

6391c6695937e
მარიამ ვარადაშვილი
08.12.22 15:17
680

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ფიქრობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პანდემიამდელ მაჩვენებელს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდება. 

“ვერც თბილისში და ვერც ბათუმში მგზავრთა ის რაოდენობა ვერ დავიბრუნეთ, რაც 2019 წელს გვქონდა. ამ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ-მდე მგზავრით ჩახურავს. Რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, წელს 620 ათას მგზავრს მოვემსახურეთ. ვფიქრობთ, 2023 წელს ბათუმის აეროპორტი შეძლებს დაიბრუნოს 2019 წლის ტრაფიკი, ხოლო თბილისის აეროპორტს ცოტა გაუჭირდება მომავალ წელს 2019 წლის მონაცემებს დაუბრუნდეს. თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ავიაკომპანია შემოვა, ვინ იქნებიან ჩვენს სფეროში მოთამაშეები და ამიტომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”,-ამბობს ზაქარაძე. 

ცნობისთვის, 2022 წლის ათ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 2.5 მლნ მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის ყველაზე დიდ აეროპორტში აღდგენის მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. წელს აღდგენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი [96%] ბათუმის აეროპორტს ჰქონდა. საანგარიშო პერიოდში აეროპორტი 549 961 მგზავრს მოემსახურა.