მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტრო ავრასია“ „ტოკენს“ უშვებს

61b9f07d44c1a
თამთა ჯიჯავაძე
15.12.21 20:20
1262
„მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ახალ პროექტს Intourist Hotel Share Coin (IHSC)-ს უშვებს, როგორც Forbes.ge-ს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და დირექტორმა რაულ კახაძემ განუცხადა.

„კრიპტოვალუტების გარშემო არსებული სკეპტიკური აზრების მიუხედავად, მაკროეკონომიკური გარემო ისე ვითარდება, რომ ის ფართო გამოყენებას პოულობს დღევანდელ რეალობაში. სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“, აცნობიერებს რა კრიპტოვალუტის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის როლს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროექტს Intourist Hotel Share Coin (IHSC)-ს, რომელიც METROPULI-ს უახლეს პლატფორმაზე უკვე ჩაეშვა“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, IHSC-ს შესაძენად სამი მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო: რეგისტრაცია METROPULI-ს პლატფორმაზე; ანგარიშის ვერიფიკაცია (Selfie-სა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სურათის ატვირთვით); თანხის/კრიპტოვალუტის ჩარიცხვა საკუთარ ელექტრონულ საფულეზე.

ცნობისთვის: „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ეროვნებით თურქი, საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია. ოზთურქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად მიიჩნევა აჭარაში. მას 2012 წლიდან საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული და ასევე დაგეგმილი. მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ტურიზმის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებს უკავშირდება.