მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი COVID-19-ის გამო სახელმწიფო ბიუჯეტს $13.3 მილიარდით შეამცირებს

5e7358126bb15
ნათია თაქთაქიშვილი
19.03.20 19:19
1647
საუდის არაბეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტის 13.3 მილიარდი აშშ დოლარით შემცირებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ახალი კორონავირუსით და ნავთობზე ფასების შემცირებით. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა aa.com.tr-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტი 13.3 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდება.

საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრი მოჰამედ ალ-ჯადანი აცხადებს, რომ მთავრობა იძულებულია, შეამციროს ბიუჯეტი იმ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რაც COVID-19-მა მოიტანა მსოფლიოს ეკონომიკაში და რასაც გავლენა აქვს ნავთობის ფასებზეც.

ამჟამინდელი მონაცემებით, საუდის არაბეთი 2020 წელს 272 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით არის შემცირებული.

19 მარტის მონაცემებით, საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირების 238 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ხოლო გამოჯანმრთელდა 6 ინფიცირებული.