მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი ჯეფ ბეზოსის დაჰაკვასთან დაკავშირებით ბრალდებას "აბსურდს" უწოდებს

5e280bf5c09ee
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.20 21:55
915
საუდის არაბეთი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს მათი პრინცი მოჰამედ ბინ-სალმანი Amazon-ის ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ტელეფონის დაჰაკვაში მონაწილეობდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აცხადებს, საუდის არაბეთი ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს და მოითხოვს გამოძიებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დაჰაკვა Washington Post-ის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი Washington Post-ის მფლობელიცაა.

როგორც ბრიტანული Guardian-ი იუწყება, ბეზოსის ტელეფონი დაიჰაკა მას შემდეგ, რაც შეტყობინება მიიღო მოჰამედ ბინ-სალმანის WhatsApp-იდან.

Financial Times-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მილიარდერის ტელეფონმა ფარულად დაიწყო უზარმაზარი მონაცემების გაზიარება ზემოთ აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მთავრობას პრესაში ხშირად აკრიტიკებდა, ბოლოს 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს. წინასწარი გამოძიების შედეგად, ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს და ისე გაიტანეს შენობიდან. ცხედარი აღმოჩენილი დღემდე არ არის.