მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის პრინცები იახტებს და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას ყიდიან - WSJ

6267af257db75
მარიამ ადამია
30.04.22 01:00
14003
საუდის არაბეთში პრინცებმა უძრავი ქონების, ასევე იახტებისა და ძვირად ღირებული ნახატების გაყიდვა დაიწყეს. მიზეზი შემოსავლის შემცირების ფონზე, ცხოვრების ჩვეული წესისა და რიტმის შენარჩუნებაა. როგორც The Wall Street Journal წერს, სამეფო ოჯახის წევრებს, უკვე 600 მილიონ დოლარზე მეტი ქონება აქვთ გაყიდული.

პრინცების შემოსავალი კი, მეფისნაცვლის მუჰამედ ბინ სალმანის ახალი პოლიტიკის გამო შემცირდა. კონკრეტულად კი, პრინცმა სახელმწიფო სახსრებზე ხელმისაწვდომობა, პრივილეგიები შეზღუდა, ხოლო თითო მოსამსახურეზე გადასახადი - $2 500 დააწესა.

პრივილეგიების გარეშე დარჩენილი არაბი პრინცები კი, რომლებიც საუდის არაბეთის ხაზინას ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი უჯდება, იძულებულნი გახდნენ გაყიდონ უძრავ/მოძრავი ქონბება და დაზოგონ მანქანების, იახტებისა და თვითმფრინავების პარკირების ხარჯები.

როგორ WSJ წერს, ისინიც ცდილობენ, უფრო მოკრძალებულად იცხოვრონ, რათა მეფისნაცვლის ყურადღება არ მიიპყრონ.

„მათ უნდათ, რომ ჯიბეში ფული ჰქონდეთ, მაგრამ არა ხილული სიმდიდრე“, - ამბობს გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტი.