მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის პრინცი Credit Suisse-ში ინვესტირებას გეგმავს

638de4d2587f6
გიორგი თოლორდავა
05.12.22 16:27
1257
საუდის არაბეთის სამეფო ტახტის პრინცი და OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერი, მოჰამედ ბინ სალმანი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში ინვესტირებას გეგმავს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე სალმანი ბანკის შვილობილ კომპანია CS First Boston-ში $500 მილიონს ჩადებს, თუმცა ეტაპობრივად ის ინვესტიციის გაზრდის პერსპექტივასაც განიხილავს.

სალმანი გლობალური ექსპანსიის სტრატეგიას უკვე წლებია ახორციელებს და უცხოური კომპანიების წილებს ყიდულობს. გარდა ამისა, ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი უმსხვილეს არაბულ კომპანიებს მოუწოდებს, რომ უცხოურ ბაზარზე გავიდნენ და კაპიტალი არა ენერგეტიკულ, არამედ სხვადასხვა სექტორებში დააბანდონ ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით.

მოჰამედ ბინ სალმანის ქონების შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის საუდის არაბეთის მთავრობასთან ერთად, OPEC-სა და მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიას, Saudi Aramco-ს ხელმძღვანელობს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 1.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება Credit Suisse-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 12.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, არაბეთის პრინცის მიერ ინვესტირების სიახლე კი, ბუნებრივია, ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს - ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 4.2%-ით გაიზარდა.

ვრცლად შვეიცარიული ბანკის ისტორიისა და გამოწვევების შესახებ წაიკითხეთ აქ: როგორ აღმოჩნდა Credit Suisse კოლაფსის ზღვარზე?