მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო ჯანდაცვის მქონე TOP-10 ქვეყანა

5e9ea43a6023c
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.20 00:10
3953
როგორც BBC-ი წერს, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა თუ რომელი ქვეყნის ჯანდაცვაა საუკეთესო; თუკი რეიტინგებს დავაკვირდებით, შესამჩნევი კავშირი არსებობს ჩამონათვალში ქვეყნების პოზიციასა და მის შესაძლებლობებთან, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას.

The Legatum Prosperity Index-მა, რომელიც ზომავს ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობის პოლიტიკას და პირობებს, საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების TOP-10 გამოაქვეყნა.

ინდექსის შედგენისას შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს: თუ რამდენად აქვს წვდომა ადამიანს ჯანდაცვის აუცილებელ სერვისებზე, როგორია ქვეყანაში დაავადებათა კონტროლი და რამდენად ახერხებენ რისკ-ფაქტორების მართვას, ასევე როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების TOP-10-ის სათავეში სინგაპურია, მას მოჰყვება იაპონია და მესამე ადგილზეა შვეიცარია. აღსანიშნავია, რომ ათეულში ვერ მოხვდა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრაგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია.

საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. სინგაპური
2. იაპონია
3. შვეიცარია
4. სამხრეთ კორეა
5. ნორვეგია
6. ჰონგ კონგი
7. ისლანდია
8. დანია
9. ნიდერლანდები
10. ავსტრია.