მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ერთიანობა“ - კელი დეგნანი

62f155734f848
ალა ისპირიანი
08.08.22 22:40
1117
„საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ერთიანობა“- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ი 30 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობას და მის დემოკრატიულ განვითარებას უჭერდა მხარს.  

„საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიაზე ერთიანობაა. საერთაშორისო ერთიანობა და ერთიანობა საქართველოს შიგნით. მსოფლიოს თავისუფლების მოყვარე ერები რუსეთის მიერ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმებისა და აგრესიის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ვფიქრობ, პუტინი ამას არ მოელოდა.

საქართველოში რუსული აგრესიისგან თავდაცვის საუკეთესო გზა ერთიანობაა, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის, გაერთიანება ღია და თავისუფალი საზოგადოების გაერთიანებისთვის. აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ამ საქმეში და ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის, ეკონომიკის გაძლიერებისა და საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით. ეს ყველაფერია, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ, რათა განვამტკიცოთ საქართველოს უნარი დადგეს მტკიცედ როგორც დამოუკიდებელი სუვერებული ერი", - აღნიშნა კელი დეგნანმა ამბობს.