მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო ქალაქების ათეული 2020 წლისთვის Resonance Consultancy-ის მიხედვით

5e172389b11a0
ნათია თაქთაქიშვილი
09.01.20 23:45
1064

Resonance Consultancy-ის ექსპერტებმა 2020 წლის საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Globenewswire-ი იუწყება.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასეს, მათ შორის კლიმატი, უსაფრთხოების დონე, ინფრასტრუქტურა დასვენებისთვის, ღირშესანიშნაობები, აეროპორტები, რესტორნები, მაღაზიები, ქალაქის პოპულარობა და სხვა. ასევე გაანალიზებულია მიმოხილვების სტატისტიკა, რომელსაც მომხმარებელი ტოვებს სოციალურ პლატფორმებზე, როგორც არის Google-ი, Facebook-ი და Instagram-ი.

რეიტინგში პირველ ადგილს ლონდონი იკავებს, მეორე ადგილზეა ნიუ-იორკი, მესამეზე კი პარიზი.

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების ათეული 2020 წლისთვის ასე გამოიყურება:

  • ლონდონი, ინგლისი
  • ნიუ – იორკი, აშშ
  • პარიზი, საფრანგეთი
  • ტოკიო, იაპონია
  • მოსკოვი, რუსეთი
  • დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში
  • სინგაპური, სინგაპურის რესპუბლიკა
  • ბარსელონა, ესპანეთი
  • ლოს-ანჯელესი, აშშ
  • რომი, იტალია