მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო სავალუტო კურსი „ტერაბანკისგან“

5efc66d7404ee
BM.GE
01.07.20 14:16
1063
ახალი შეთავაზება მომხმარებლებისთვის ტერაბანკისგან: ამიერიდან ნებისმიერი მსურველი ტერაბანკში ვალუტის კონვერტაციას ბაზარზე არსებული საუკეთესო კურსით შეძლებს.

მომხმარებლებს შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც დისტანციური მომსახურების არხებით - ინტერნეტბანკითა და მობაილბანკით, ისე უშუალოდ ფილიალებში სერვისის მიღებით. შესაბამისად, მსურველები თანხასთან ერთად, დროსაც დაზოგავენ და ოპერაციას კომფორტულ გარემოში, ან სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად შეასრულებენ.

„ჩვენთან კონვერტაციით მომხმარებლები საუკეთესო ფასთან ერთად, მომსახურების მაღალ ხარისხსაც მიიღებენ. რაც მთავარია, ეს შეთავაზება მათთვის მუდმივად იქნება ძალაში“, - აცხადებენ "ტერაბანკში".

ბოლო პერიოდში პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ტერაბანკში ვალუტის კონვერტაციაზე მოთხოვნა გაზარდა და ეს ტენდენცია სავალუტო ჯიხურების გახსნის შემდეგაც შენარჩუნდა. მომხმარებლების მიერ შესრულებული კონვერტაციების რიცხვმა დისტანციური არხებითაც მოიმატა, აღსანიშნავია, რომ კარგი კურსი პირდაპირ აისახება ფულად გზავნილებზე, რაც ტერაბანკში ასევე დადებითი დინამიკით ხასიათდება.

სპეციალური კურსების შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ტერაბანკის არსებულ, ისე სხვა მომხმარებლებს.
NS