მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო კლინიკა: ამ ეტაპზე უკიდურესად მძიმეა მხოლოდ 1 პაციენტის მდგომარეობა

5e89900d94ff7
თელარა გელანტია
05.04.20 11:49
860
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში 53 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 41 - კოვიდ-ინფიცირებულია.

რატიანმა მედიას კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ამ ეტაპზე მხოლოდ გვრჩება ერთი პაციენტი - უკიდურესად მძიმე; დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, მაგრამ ნარჩუნდება ვიტალური ფუნქციები.

რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, ორსული, რომელიც იყო 23 კვირის, მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია, ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება კიდევ ერთ, 19 წლის ორსული ქალბატონის მდგომარეობას, რომელიც 8 კვირის ორსულია, ასევე, როგორც - მისი, ისე ნაყოფის მდგომარეობა ფასდება სტაბილურად“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, სტაბილურადაა 13 წლის ბავშვიც, მასთან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების კლინიკური ნიშნები არ ვლინდება.

ცნობისთვის: ვირუსმა საქართველოში დღეს მეორე პაციენტიც იმსხვერპლა. ის 81 წლის ქალია.