მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

5eabd9187fd13
ინგა მურუსიძე
01.05.20 12:08
722
საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„დღეს covid-ინფექციის გარეშე ვწერთ 4 პაციენტს. რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, მათგან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე, თუმცა მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში, ხოლო 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა არც ერთ მათგანს არ სჭირდება დამატებითი ჩარევა. რაც შეეხება სხვა განყოფილებებს, ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური“, - განაცხადა რატიანმა.

მან კომპანია „გალფს“ მედპერსონალის კვებაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის მადლობა გადაუხადა.