მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დატოვებს"

5eaa8fa54f60c
ინგა მურუსიძე
30.04.20 12:42
869
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხუთი გამოჯანმრთელებულიდან ორი მოზარდია, 14 და 15 წლის ბავშვები.

„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამ ეტაპზე 99 პაციენტი იმყოფება, მათგან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 83 პაციენტი, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 ადამიანი. ჩვენთან მკურნალობს 82 წლის ქალი, რომელიც არის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკროანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით. მინდა გითხრათ, რომ ეს ქალი აპარატიდან მოიხსნა, კონტაქტური და ადეკვატურია. ამ ქალს ბოლო 30 წელია აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინთერაპიაზე. მისი მდგომარეობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ფორმებით გართულებული, კოვიდინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს“, - განაცხადა რატიანმა.