მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ორი გამოჯანმრთელებული დატოვებს, მათ შორის 62 წლის მარნეულელი ქალია

5e9577256c80f
ინგა მურუსიძე
14.04.20 12:29
804
62 წლის მარნეულელი ქალბატონი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რამდენიმე საათში გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„გვყავს ასევე ერთი გამოჯანმრთელების შემთხვევა, ეს არის 65 წლის ქალბატონი, რომელიც დღეს დატოვებს კლინიკას. დანარჩენ პაციენტებს რაც შეეფერება, რეანიმაციაში სულ გვყავს 5 პაციენტი, მათგან ერთი იყო მძმე, 42 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა ბოლო 48 საათის განმავლობაში დასტაბილურდა. ასევე გვყავდა 4 მძიმე პაციენტი, რომელთაგან ერთი იყო ტერმინალური, ველოდებით, რომ ის უახლოეს საათებში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან“, - განაცხადა რატიანმა.

ექიმის განმარტებით, კლინიკაში მოთავსებული სამი მოზარდიც და ორსული ქალიც თავისი ნაყოფით სტაბილურად არიან.