მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილი ქალი და კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდნენ

5e9023f16f392
ინგა მურუსიძე
10.04.20 11:56
614
საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილი ქალი და კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდნენ.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, მისი მდგომარეობა კრიტიკულზე მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

"თქვენ იცით, რომ პირველი კრიტიკული პაციენტი ჩვენთან შემოვიდა მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. ის გამოჯანმრთელებულია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ის არათუ კრიტიკული იყო, არამედ - ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით ქალბატონი გადარჩა და კოვვირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან", - განაცხადა რატიანმა.

მისივე განმარტებით, სულ კლინიკაში ორ პაციენტზე მივიდა ორი უარყოფითი პასუხი და კლინიკას ორივე დატოვებს.