20.თებერვალი.2016 16:44
საზოგადოება

საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში, მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება

საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში, მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება
220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო სოფელ რუხში, მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება. განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკის მთავარი შენობა დასრულებულია, მიმდინარეობს სხვა დამხმარე შენობების მშენებლობა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები. მინისტრის ინფორმაციით, გახსნის შემდეგ, კლინიკაში 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

"კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევს. საავადმყოფო ასევე მოემსახურება რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი აშენდება", - განმარტავენ უწყებაში. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარია. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

21.აპრილი.2019 16:23
67

გახარია, ცქიტიშვილი, დავითაშვილი - "ოცნების" 3 მინისტრი პანკისელებს ხვდება

ვრცლად
21.აპრილი.2019 16:08
74

გახარიას თქმით, პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა

ვრცლად
21.აპრილი.2019 16:02
216

რატომ შეიყვანა შსს-მ პანკისის ხეობაში სპეცრაზმი? - გიორგი გახარიას პასუხი

ვრცლად
21.აპრილი.2019 15:50
1413

„5-მგვტიანი ჰესისითვის პოლიციას ქვები ესროლეთ? - გახარია ადგილობრივებს ხვდება

ვრცლად
21.აპრილი.2019 15:41
269

აბრამიშვილი: “ხადორი 3”-ის გარემოზე ზეგავლენა გზის ან სასტუმროს აშენების ტოლფასი იქნება

ვრცლად
21.აპრილი.2019 15:30
48

პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა ინვესტორი კომპანიის ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს

ვრცლად