მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ბრუნვით მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი ვალუტების რეიტინგი

635fd84a949c6
გიორგი თოლორდავა
31.10.22 18:40
1025
მიმდინარე წელს საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღიური ბრუნვის მაქსიმალურმა მაჩვენებელმა რეკორდულ $7.5-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2019 წლის უმაღლეს მაჩვენებელზე თითქმის $1 ტრილიონით მეტია.

Bank for International Settlements-ის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვის მოცულობით პირველ ადგილზე, ტრადიციულად, ამერიკული დოლარია, რომელიც ყველანაირი პარამეტრით მსოფლიოს ყველაზე დომინანტურ ვალუტად რჩება და საერთო ტრანზაქციების 88 პროცენტშია ჩართული.

ტრეიდინგის მოცულობის მიხედვით, რეიტინგში მეორე ადგილზე ევროა, მასზე ბრუნვის 31% მოდის; მესამეზე იაპონური იენია, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით მოთხოვნის მკვეთრი შემცირება ფიქსირდება, რაც, უმეტესწილად, ბრექსიტითაა განპირობებული.


ყველაზე მოთხოვნად ვალუტების რეიტინგი:

1. ამერიკული დოლარი - 88%
2. ევრო - 31%
3. იაპონური იენი - 17%
4. ბრიტანული სტერლინგი - 13%
5. ჩინური იუანი - 7%
6. ავსტრალიური დოლარი -6%
7. კანადური დოლარი - 6%
8. შვეიცარიული ფრანკი - 5%
9. ჰონგ-კონგური დოლარი -3%
10. სინგაპურული დოლარი - 2%.