მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრ "სითი მოლში" ევაკუაცია გამოცხადდა – მიზეზი დაკვამლიანებაა

5f93167104e0e
თამთა ჯიჯავაძე
23.10.20 21:40
1746
საბურთალოს "სითი მოლში" ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი დაკვამლიანებაა. ამის შესახებ Bm.ge-ს სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს. 

როგორც "სითი მოლის" წარმომადგენელი ამბობს, დაკვამლიანება შეინიშნებოდა რესტორან "უკვეში", რის შედეგადაც ჩაირთო განგაშის სიგნალი. ამჟამად მიმდინარეობს მომხდარის შესახებ მოკვლევა.

"ჯერჯერობით ირკვევა მიზეზი. ჩვენ თავდაცვის მიზნით, ხალხის ევაკუაცია მოვახდინეთ", – განაცხადეს კომპანიაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ შენობა დაატოვებინეს.