მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრების ასოციაცია: მოვითხოვთ, კომენდანტი 22:00 საათზე დაიწყოს

600823d9614cb
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.21 17:15
2329
საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ყარალაშვილის განცხადებით, სექტორი მთავრობას კომენდანტის 1 საათით გვიან დაწყებას სთხოვს. ამის შესახებ მან დარგთაშორისი პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნის თარიღი გადაწყვეტილია, თუმცა რიგი საორგანიზაციო საკითხები მოუგვარებელია.

„კრიტიკულია, რომ იმ 250 000 ადამიანს, რომელიც 1 თებერვლიდან სამსახურში უნდა გავიდეს, ჰქონდეს ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება და ასევე, ჩვენი მოთხოვნა კომენდანტის საათის დაწყების გახანგრძლივება იყო, რომ 21:00-ის ნაცვლად 22:00 საათზე დაიწყოს. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენი ბიზნესი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის გადაბმული და იმედი გვაქვს, ბიზნესების ეტაპობრივად, საქმიანად გახსნის საშუალება მოგვეცემა და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება ის 250 000 ადამიანი, რომელიც ამ სექტორებშია დასაქმებული“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრობამ თანამშრომელთა პირველი ნაკადის ტესტირება საკუთარ თავზე აიღო.

„1 თებერვლიდან ჩვენი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, შეზღუდვები და მოთხოვნები კოვიდ-რეგულაციების კუთხით იგივე რჩება; ამას დაემატა თანამშრომელთა ტესტირების საკითხი, რომლის განხორციელების რესურსი და უნარი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ გაითვლისწინა შექმნილი ვითარება და ტესტირების ხარჯებს ერთჯერადად მთავრობა გაიღებს“, - აღნიშნა მან.