მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილებას საბჭო 21 დეკემბერს მიიღებს - ხაზარაძე

5fdcb33a4cd5b
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.20 17:10
1288
საცალო გაყიდვების კომპანია ICR Group-ის დამფუძნებლის კახა ხაზარაძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სავაჭრო ცენეტრების გახსნის გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. ამის შესახებ მან ტექნოპარკში ნათია თურნავასთან სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა ხაზარაძის თქმის, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო 21 დეკემბერს მიიღებს.

„ეს იყო სამუშაო შეხვდრა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ 24 დეკემბრიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, რა რეგულაციებით უნდა გაიხსნას. ლოქდაუნის გამოცხადებისას მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა დღეისთვის აფასებენ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას. გახნის შესახებ გადაწყვეტილებას 3 დღით ადრე 21 დეკემბერს საკოორდინაციო შტაბის შემხვედრის შემდეგ შეგვატყობინებენ. ჩვენ ვუთხარით, რომ მინიმუმ 3 დღით ადრე უნდა ვიცოდეთ მათი გადაწყვეტილება, რომ მოვემზადოთ.

შევთავაზეთ, რომ 20 დეკემბრიდან გაგვხსნან, მაგრამ გვითხრეს, რომ 21-შია ჩანიშნული შტაბის სხდომა, თუმცა შეიძლება ადრეც შეიკრიბონ იმიტომ, რომ მნიშნელოვანია დრო იყოს ცოტა მეტი, რომ ნაკადები სწორად იმართოს“, - განაცხადა ICR Group-ის დამფუძნებლმა.

მისი თქმით, მინისტრი მოსმენის პროცესში იყო და მის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას კერძო სექტორის წარმომადგენლები პასუხობდნენ.

„ვუთხარით, რომ შეგვიძლია საკმაოდ უსაფრთხოთ ვმართოთ ნაკადები, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზებული ვართ ყოველთვის ვიცავდით რეკომენდაციებს; იყო დამატებითი საუბარი როგორ შეიძლება ნაკადების გადანაწილება დღის განმავლობაში; ვისაუბრეთ იმაზე, რომ კომენდანტის საათი გაიზარდოს, იმისთვის რომ ნაკადები გადანაწილდეს; ასევე ვისაუბრეთ პერსონალის ტრანსპორტირებაზეც.

რა შეკითხვაც ჰქონდა მინისტრს ყველა პასუხზე ვუპასუხეთ. მინისტრი იყო მოსმენის პროცესში“, - განაცხადა ხაზარაძემ.