მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის Tbilisi Mall-ში ვაკანტური ფართი გაიზარდა - Colliers International

608b0afa67996
თამთა ჯიჯავაძე
29.04.21 23:34
817
სავაჭრო ცენტრებში Tbilisi Mall-ში, Merani Shoppin Gallery-სა და HomeMart-ში ვაკანტური ფართი გაიზარდა. ამის შესახებ Colliers International-ის მიერ მომზადებულ კომერციული ბაზრის 2020 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

მეორე მხრივ, მიმოხილვის მიხედვით, 2020 წელს ვაკანტურობის კოეფიციენტმა უმნიშვნელო, თუმცა პოზიტიური ცვლილება განიცადა. კერძოდ, 2019 წლის შემდეგ, კოეფიციენტი 1 პროცენტული მაჩვენებლით გაუმჯობესდა და 9%-ს გაუტოლდა. Colliers International-ის მიხედვით, შემცირებული ვაკანტურობის კოეფიციენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს City Mall Saburtalo, Gldani Mall-სა და City Mall Gldani-ში ფართის ათვისებასთან.

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებში მოიჯარეთა კატეგორიებს, მიმოხილვის მიხედვით, კატეგორიების განაწილებაში უმნიშვნელო ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, მოდისა და ელექტრონიკის წილი 1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ამ კატეგორიებში მოიჯარეების მიერ ათვისებული ფართის ჯამური რაოდენობა 4,000 კვ.მ-ს შეადგენს.

„უძრავი ქონების სხვა სექტორების მსგავსად, პანდემიის გამო თანამედროვე სავაჭრო ცენტრებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯამურად, დაახლოებით 5 თვის მანძილზე სავაჭრო ცენტრები არ ფუნქციონირებდნენ. ზოგადად, მკაცრი ჩაკეტვის დროს მესაკუთრეების უმეტესობა ტენანტებს საიჯარო გადასახადისგან ათავისუფლებდა.

ჩვენი შეფასებით და მესაკუთრეებთან კონსულტაციების შედეგად, წინა წელთან შედარებით საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა.

დაახლოებით 9 ათასი კვ.მ ფართი გამოთავისუფლდა 2020 წლის მეორე ნახევარში. ამრიგად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, წმინდა ათვისებული ფართის რაოდენობა დაახლოებით 6,000 კვ.მ-ს შეადგენს.
2020 წლის მდგომარეობით, ძირითადი მაჩვენებლების გარკვეულმა ნაწილმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ზოგიერთი კი მცირედით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ სავაჭრო ცენტრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება 2021 წელს, რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების თვალსაზრისით“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.