მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრი „ტექნო მოლი“ უკვე ერთი წელია პროგრამა „ბალანსით“ აღირიცხება

61e9a233d56ff
BM.GE
21.01.22 08:30
771
ბალანსი დაახლოებით ერთი წელია რაც ტექნო მოლის საბუღალტრო პროგრამაა. პროგრამა ბალანსი 1C-ის 8.3 პლატფორმაზეა დაწერილი, აქვს სამ ენოვანი ინტერფეისი - ქართული, ინგლისური და რუსული. პროგრამა სრულად მორგებულია ქართულ საგადასახადო კანონმდებლობას. ბალანსი ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც ყოველდღიურ სავაჭრო პროცესებს, ისე ფინანსებსა და ბუღალტერიას.
„ტექნო მოლი“ არის სოფლის მეურნეობის ტექნიკის, მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების იმპორტიორი კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ქალაქ ბათუმში - ტექნიკის სავაჭრო ცენტრით და ონლაინ სივრცეში - E-COMMERCE მაღაზიით.

აკაკი დუმბაძე
ტექნო მოლის დირექტორი

„ბალანსში აღვრიცხავთ ჩვენს სავაჭრო ცენტრსა და საწყობებს. ასევე, გვაქვს იკომერსი, და შეიძლება ითქვას, ბალანსი არის ჩვენი ონლაინ მაღაზიის პროგრამაც. იკომერსსა და პროგრამას შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ავტომატურად, ანუ, რაც იყიდება მაღაზიაში ის ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან. და ვთქვათ, თუ საწყობში რომელიმე პროდუქცია განულდა, საიტზე ჩანს, რომ ამ პროდუქტის შეძენა კონკრეტულ მომენტში შესაძლებელი არ არის. პლუს ამას, ბალანსში აღვრიცხავთ ბუღალტერიასაც და ფინანსებს. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, მთელი კომპანია ერთ სისტემაშია მოქცეული“


სავაჭრო ცენტრში როგორ იყენებთ ბალანსს?

აკაკი დუმბაძე
ტექნო მოლის დირექტორი

„როგორც უკვე აღვნიშნე, სავაჭრო ცენტრშიც გვაქვს ბალანსი, კერძოდ კი POS-ი - მოლარის გაყიდვების წერტილი. მას შემდეგ, რაც მოლარე დააფიქსირებს რეალიზაციას გაყიდული ტექნიკა ავტომატურად ჩამოიწერება ხოლმე საწყობიდან, ისევე როგორც ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში. ასევე, ეს რეალიზაცია ავტომატურად აისახება ბუღალტერიაში. ამის შემდეგ კი ბუღალტერს ერთი კლიკით შეუძლია რეალიზაციის შესაბამისი ანგარიშფაქტურებისა და ზედნადებების შექმნა და RS.ge-ზე ატვირთვა“
პროგრამა ბალანსი ერთი-ორად ზოგავს ბუღალტრის დროსა და ენერგიას ბუღალტერიის ავტომატიზაციის გზით. ავტომატიზაციის ერთ-ერთი მაგალითია მარტივი დეკლარირება: ბალანსში ბუღალტრის ყოველდღიური საქმიანობის შედეგად, ავტომატურად ივსება დეკლარაციისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია და შემდეგ ექსელით პირდაპირ იტვირთება RS.ge-ზე.

ბალანსში თითქმის სრულად ავტომატიზებულია იმპორტის აღრიცხვაც. ვინაიდან ტექნო მოლის პროდუქციის უმეტესი ნაწილი იმპორტირებული საქონელია, ბალანსის გამარტივებულ იმპორტის ფუნქციონალს აქტიურად იყენებენ ტექნო მოლის ფინანსური მენეჯერები და ბუღალტრები.

აკაკი დუმბაძე
ტექნო მოლის დირექტორი

„ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ როგორც აზიიდან, ისე ევროპის ქვეყნებიდან. ბალანსი კი გვეხმარება, რომ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება და მასში შემავალი ყველანაირი ხარჯი ერთიან სისტემაში მოვაქციოთ და საბოლოო ჯამში გავიგოთ საქონლის რეალური თვითღირებულება“.

რატომ მოგწონთ ბალანსი?

აკაკი დუმბაძე
ტექნო მოლის დირექტორი

„პირველ რიგში იმიტომ, რომ ერთიან სისტემაში მოვაქციეთ ბუღალტერია, ფინანსები და საოპერაციო პროცესები. მეორე ის, რომ ლაივ რეჟიმში შემიძლია დავაკვირდე როგორც ფინანსური, ისე საოპერაციო პროცესების რეპორტებს: ბალანსი მაძლევს საშუალებას დღიურ, კვირეულ, კვარტლურ და ნებისმიერი სხვა სასურველი პერიოდის ჭრილში შევხედო საქონლის ღირებულებას, მარაგებს, მოგებას, მოგების მარჟას - როგორც იმპორტიორი ქვეყნების, ასევე, მომწოდებლების მიხედვით.

საბოლოო ჯამში ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მიიღო დალაგებული ინფორმაცია ბიზნესის მსვლელობის შესახებ და გაანალიზო ფინანსური მონაცემები“.

გარდა სავაჭრო პროცესების აღრიცხვისა, ბალანსი იდეალურია წარმოებისთვის, მშენებლობის აღრიცხვისთვის, აქვს მრავალ ფუნქციური სასაწყობე მოდული, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ცალკე მდგომი საწყობის პროგრამა. ამასთან, ბალანსს აქვს ღია ინტეგრაციის პროტოკოლი - Open API, რის საშუალებითაც მარტივად ინტეგრირდება ecommerce-სთან და სხვა თანამედროვე ღია პლატფორმებთან.

პროგრამა ბალანსის 1C დემო ვერსია შეგიძლია ნახოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე- www.balance.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბალანსის გუნდს - +995 596 105 890.