14.აგვისტო .2022 18:00

სავაჭრო-ეკონომიკური მისია ყაზახეთში - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გეგმები

სავაჭრო-ეკონომიკური მისია ყაზახეთში - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გეგმები
views 814
უკან

შემოდგომაზე ყაზახეთში ქართულ-ყაზახური სავაჭრო-ეკონომიკური მისია გაიმართება, რომლის ორგანიზატორი ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებაა.

მისიის მიზანი ქართული ბიზნესის ხელშეწყობა და ყაზახურ მხარესთან ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებაა. ღონისძიების ფარგლებში, რომლის გამართვა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში იგეგმება, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ყაზახური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრებს გამართავენ.

დაგეგმილ ღონისძიებაზე გადაცემა Forbes Talks-ში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და ღონისძიებები ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„მივმართავთ საქართველოში კერძო ბიზნესში მოქმედ ყველა აქტორს, რომელიც საკუთარი პროდუქტის ექსპორტითა და ყაზახური პროდუქტის იმპორტით, ასევე ინვესტიციის მოზიდვით არის დაინტერესებული, დააფიქსირონ ყაზახურ-ქართული გაერთიანების სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ბმულებზე თავისი განაცხადები. შემდგომ ჩვენ ამ განაცხადებს შევისწავლით, დავახარისხებთ და დავიწყებთ პროაქტიულ მუშაობას ყველა საჭიროების სისტემური ანალიზითა და თანმხვედრი ნაბიჯებით.

გაზაფხულზე ჩვენ შევძელით ყაზახური სავაჭრო მისიის განხორციელება საქართველოში და ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ვფიქრობთ, გავაკეთოთ ქართული სავაჭრო-ეკონომიკური მისია ყაზახეთში. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება მხოლოდ სავაჭრო მიზნებით შემდგარი ვიზიტი, არამედ საინვესტიციო კომპონენტსაც გავითვალისწინებთ. რა დროსაც ყაზახეთში გარკვეულ შეკრულ პროექტებს წავიღებთ და კონკრეტულ ჯგუფებს გავაცნობთ. ეს აქტიურობა დამატებით შეუწყობს ხელს ნაცნობობას ქართულ და ყაზახურ კომერციულ ჯგუფებს შორის და აამაღლებს ქვეყნების შესახებ ურთიერთცნობადობას“, - განმარტა გიორგი ჯახუტაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა