30.აგვისტო .2019 23:20

სავაჭრო კვირა აზიური საფონდო ბირჟებისთვის პოზიტიურად დასრულდა

views 267
უკან

მოგებით დამთავრდა სავაჭრო კვირა აზიის საფონდო ბირჟებისთვის. Bloomberg-ის ინფორმაციით, Nikkei 225-ის ინდექსმა პარასკევის ვაჭრობის შემდეგ, 1,2 %-ით მოიმატა და 20.702 პუნქტი შეადგინა, ხოლო MSCI-Index-ს 0.3 პროცენტიანი მოგება დაუფიქსირდა.

ანალიტიკოსების განმარტებით, ზრდის მიზეზი ის ოპტიმისტური განწყობა იყო, რაც ჩინეთის სავაჭრო პალატაში გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. კერძოდ, სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებაში განმარტეს, რომ აშშ-სთან ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის ეზმადებიან.

როგორც ექსპერტები ამბობენ,  მსგავსი ტიპის განცხადებებმა, ინვესტორებში იმედი გააჩინა, რომ  შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი დასრულდება და მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.