19.აგვისტო .2019 15:13

სავაჭრო კვირა ნავთობის ფასის შედარებით მატებით დაიწყო

views 153
უკან


სავაჭრო კვირა ნავთობის ფასის შედარებით მატებით დაიწყო.  ორშაბათის ვაჭრობის შემდეგ, Bloomberg-ის ბაზაში Brent ტიპის ნავთობის ფასმა 33 ცენტრით მოიმატა და ბარელზე 58,97 ამერიკული დოლარი შეადგინა.  რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate -ს, ამ ტიპის ნავთობი $ 55,12 ღირს, რაც პარასკევთან შედარებით, 0,25 ცენტით მეტია.


როგორც ბაზრის მიმომხილველები აცხადებენ, ნავთობზე ფასების მატება აშშ-სა და ჩინეთს შორის შედარებით დასტაბილურებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა გამოიწვია. ანალიტიკოსების თქმით, მწვავე შეფასებები ორი ქვეყნის ოფიციალური პირებისგან ინვესტორებში პესიმიზმს იწვევს და ფასების არასტაბილური ფონი იქმნება.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კონფლიქტის ნებისმიერი ფორმით ესკალაცია გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდეს.