მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ობიექტების დახურვაზე მთავრობა დამატებით განმარტებას აკეთებს

5e748a0482364
BM.GE
20.03.20 13:14
1550
ირაკლი ჩიქოვანი - ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვების და სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვების და სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქით, სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები უნდა იყოს დახურული.

"მინდა შევეხო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გაჟღერდა საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებით - მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვების და სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა. სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები უნდა იყოს დახურული", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.