მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა იაპონიის ელჩთან ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკურ კავშირებზე იმსჯელა

60a4e48641a70
BM.GE
19.05.21 15:00
804
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას უმასპინძლა.

შეხვედრისას, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების საკითხებზე, ასევე მის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.

როგორც სავაჭრო პალატის ინფორმაციაში წერია, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იაპონიის სავაჭრო პალატებს შორის პარტნიორული კავშირების ხელშეწყობაზე, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციასთან (JETRO) მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ბიზნესკავშირების დამყარებაზე.

გიორგი პერტაიამ საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობის და საქართველოში იაპონური ბიზნესის წარმომადგენლების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რაც გულისხმობს კომპანიებისთვის როგორც საინფორმაციო, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას და შესაბამისი ბიზნესპარტნიორების მოძიებას.

შეხვედრის მონაწილე მხარეებმა საქართველოში იაპონური პროდუქციის პოპულარიზაციისა და იაპონიაში ქართული პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებზეც იმსჯელეს.