მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სავაჭრო ქსელებში შესვლის საფასური უსამართლო და ამორალურია”- დიპლომატ ჰოლდინგი

5f659a6bbc9f2
ანა ჯოხაძე
19.09.20 15:13
4793

“სავაჭრო ქსელებში შესვლის საფასური უსამართლო და ამორალურია”- ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატ ჰოლდინგის" პარტნიორმა დიმიტრი შენგელიამ განაცხადა. როგორც ის ამბობს, სავაჭრო ქსელებში შესვლის საფასურთან ერთად მიმწოდებლები კიდევ არაერთ პრობლემას აწყდებიან. მისი განმარტებით, მიმწოდებლებს კურსთა შორისი სხვაობის გამო ხშირად უძვირდებათ პროდუქცია, თუმცა ფასების ცვლილება დროულად არ ხდება სავაჭრო ქსელებში, რაც მათ ფინანსურ ზარალს აყენებს.

"პროდუქციის გაძვირებას ვერ ვახერხებთ დროულად, იმიტომ, რომ ქსელები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს და ამბობენ, სანამ ჩემი კონკურენტი არ გააძვირებს, მანამდე არ გავაძვირებო. ამასობაში ხდება უკვე დევალვაცია, კურსი გარბის, ჩვენ ფასებს ვერ ვზრდით და ვკარგავთ ძალიან დიდ თანხებს.

პრობლემაა ასევე შესვლის საფასური, რომელიც უსამართლო და ამორალურია. სავაჭრო ქსელის მფლობელი ბიზნეს აწარმოებს და  მან მოგება უნდა მიიღოს რეალიზებული პროდუქციიდან და არა იმით, რომ ნებართვას გვაძლევს, რომ შევიდეთ მის მაღაზიაში. თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჩვენ შევუტანოთ პროდუქცია”-ამბობს დიმიტრი შენგელია.

 

ცნობისთვის: ბიზნესის პრობლემა შესაძლოა კანონმა დაარეგულიროს. საუბარია სუპერმარკეტების და დისტრიბუტორების ურთიერთობაზე, რომელთან დაკავშირებითაც დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა.