მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავაჭრო სამრეწველო პალატამ პროფესიული განათლების ნაწილში მნიშვნელოვანი როლი უნდა დაიკავოს"

5e4547ae8407c
BM.GE
13.02.20 16:54
1367
სავაჭრო-სამრეწველო პალატა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა.

,,ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ვიწყებთ მჭიდრო თანაშრომლობას და ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი. პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით პალატამ მნიშვნელოვანი როლი უნდა დაიკავოს, ვინაიდან ბიზნეს სექტორს ამ ნაწლში აქვს დიდი გამოწვევები და გვინდა, რომ ცენტრთან ერთად, გადავდგათ ნაბიჯები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ბიზნესის როლი უმნიშვნელოვანესია პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში’’- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მემორანდუმის ფარგლებში პალატა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელთა კონსულტირების პროცესში ჩაერთვება. ასევე, პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების ცალკეული საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ექსპერტთა კორპუსის ატესტაციისა და სერტიფიცირების პროცესში.

პალატამ გასულ წელს სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა განათლების საკითხებში მისი როლის გააქტიურების მიმართულებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვებსა და პოლიტიკასთან.

მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განვითარების, ექსპერტთა კორპუსის გაძლიერებისა და დარგობრივი ექსპერტული კომპეტენციებით დახმარების, ხარისხის კონტროლისა და განათლების მიმწოდებელთა შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დეწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, რამაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მიწოდებას უნდა შეუწყოს ხელი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უდიდესი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე წევრს აერთიანებს.