2020 წლის განმავლობაში საქართველოში სავალდებულო კარანტინის რეჟიმი სულ 144,028 ადამიანმა გაიარა. შედარებისთვის ეს საქართველოს მოსახლეობის 3.9%-ის ტოლია, შესაბამისად, დაახლოებით, ამდენმა მოქალაქემ (ზოგიერთმა ერთზე მეტჯერ) გაიარა კარანტინის რეჟიმი. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთლიანად კარანტინის სასტუმროებში ნომრების დაქირავებაზე 97.9 მილიონი ლარი დაიხარჯა.
"ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განახორციელა 144 028 პირის (საქართველოს მოქალაქეების) განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ასევე, განხორციელდა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ჩარტერული ფრენების სუბსიდირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 97.9 მლნ ლარი", - ნათქვამია 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიშში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, საკარანტინე ხელშეკრულებებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის - 19.4 მილიონი ლარის ხელშეკრულება მთავრობამ შპს "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან" გააფორმა, რომელიც 455-ნომრიან სასტუმრო "ეიფორიას" ფლობს. სახელმწიფოს მიერ გასულ წელს განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, საკარანტინე ზონაში ერთი დღით სასტუმრო ნომრის დაქირავების მაქსიმალური ღირებულება 100 ლარს შეადგენს.
თავდაპირველად, კარანტინის ზონებში მოქალაქეები 14 დღის, შემდგომ კი 12 და 8 დღის განმავლობაში რჩებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი