12.მარტი .2020 10:15

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 13 აპრილამდე გადაიდო

views 129
უკან

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადაიდო.  

"დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელიებს ამ ადამიანების განკურნებისთვის. დადგენილია ასევე საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ამ ადამიანებთან და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძებები, მათი პრევენციული ღონისძებების გასატარებლად. მინდა პირველ რიგში ხაზგასმით ვთქვა, რომ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა დროა ერთიანობის და პრევენციული ღონისძიებების გადადგმის.

მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ ადგილებს", - განაცხადა გახარიამ.